სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს

კორონავირუსის ახალი საშიში შტამის სახით მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც აქამდე გამოვლენილი ყველა შტამისგან გასხვავებით ბევრი მუტაცია აქვს და გადადების მაღალი ხარისხით ცნობილ ინდურ „დელტაზე“ კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. „ბი 11 529“ – ასეთია „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის პირველადი სახელი. ჯანმო-ს დღევანდელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, ის საინტერესო თუ შემაშფოთებელი კატეგორიების სიაში მოხვდება. ევროკომისია სამხრეთ აფრიკასთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას ითხოვს. ეს ნაბიჯი უკვე გადადგა დიდმა ბრიტანეთმა და ისრაელმა. სამხრეთ აფრიკაში ინფიცირების მაჩვენებელი ოქტომბერთან შედარებით ათჯერ არის გაზრდილი. არსებობს ვარაუდი, რომ უკვე წარმოებული ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ეფექტური არ იყოს.

დატოვე კომენტარი