სამხედროების გუნდი კანადაში გაემგზავრა

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად კანადაში გაემგზავრა. საქართველოდან 20 ჯარისკაცები სპორტის ისეთ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, ბიატლონი, კერლინგი და თხილამურით სრიალი. საერთაშორისო ასპარეზობაში 25-მდე ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მონაწილეობს.