სამხედრო თანამშრომლობა

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკით დაინტერესდა. დელტას ჯავშანმანქანები საუდის არაბეთში ზამთრიდან გამოჩნდება.

დიდი ალბათობით, ეს სამეფოსთან დადებული ერთადერთი კონტრაქტი არ იქნება. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მომავალში სხვა შეიარაღებაც დაემატება.

პირველი არხის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ექვს ქვეყანასთან, რომლებსაც დელტას წარმოებული სხვადასხვა ტიპის ტექნიკის შეძენა სურთ, მათ შორისაა სეტყვის საწინააღმდეგო, ცეცხლის მართვის და სხვა მაღალტექნოლოგიური სისტემები.

ლიკა ალელიშვილის სიუჟეტი.