სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა იქნება წარდგენილი. დოკუმენტის მიხედვით, მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

პირები, რომლებიც  რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ, მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ვალდებულები იქნებიან,  ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ. ცვლილება არ შეეხებათ მხოლოდ მართლმადიდებელი კონფესიის წარმომადგენლებს, ვინაიდან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს. კანონპროექტს დისკრიმინაციულს უწოდებენ მმართველი გუნდის ოპონენტები. „გირჩი“ კი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.