სამხედრო სამსახური და პოლიტიკა

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის გუშინდელი მიმართვა ახალი კანონპროექტის მომზადების მიზეზი ხდება.

მმართველ გუნდში გაჩნდა ინიციატივა, რომ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდვები დაუწესდეთ. თუ სიტყიერად გაჟღერებულ იდეას პროექტის სახე მიეცემა, ყოფილი სამხედროები სამხედრო ფორმაში პოლიტიკურ განცხადებებს ვეღარ გააკეთებენ.

შეგახსენებთ, გუშინ გენშტაბის ექს-ხელმძღვანელმა რამდენიმე ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის საწინააღმდეგო მიმართვა გაავრცელა.