სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს. საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიიდან, პირადი შემადგენლობა, ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში რეკრუტირების მობილური მანქანებით გაემგზავრა. სამხედროები ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ. მოქალაქეებთან შეხვედრა თბილისის მეტროსადგურებთან გაიმართა. კითხვებს სამხედროებმა უპასუხეს. 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატო-ს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

დატოვე კომენტარი