სამხედრო ქალაქის მშენებლობა

თავდაცვის სამინისტრო მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობასა და ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს.

პროექტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეები ბინას შეღავათიანი პირობებით, 50 %-იანი თანამონაწილეობით შეიძენენ. ამ სიახლის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. მისი განმარტებით, შერჩეულ სერჟანტებს და ოფიცრებს საცხოვრებელი ბინის ღირებულების 50%-ის გადახდა მოუწევთ, დარჩენილ თანხას კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს. გარდა ამისა, იმ სამხედრო მოსამსახურეებს,რომლებსაც სპეციალური კომისია შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევს, ბინის შესაძენად უპროცენტო შიდა განვადებით სარგებლობაც შეეძლებათ.