სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგენას ითხოვს

სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი უწყებისგან სამსახურში აღდგენას მოითხოვს. ოპტიმიზაციის პერიოდში გათავისუფლებული შოთა მათითაიშვილი ამბობს, რომ 2016 წელს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო პოლიციიდან 125 თანამშრომელი გამოუშვეს.

მათითაიშვილის განცხადებით, მან სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა და საქმე მოიგო. მისივე ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

მათითაიშვილის თქმით, ის სამინისტროდან არგუმენტების გარეშე უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.

სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის განცხადებას უპასუხეს უწყებაში.  თავდაცვის სამინისტროს იურისტის განმარტებით, სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაცია ჩატარდა და თანამშრომლები სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს.

უწყება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.