სამხედრო პოლიციის განცხადება  

გახდა თუ არა წვევამდელი ძალადობის და თანხის გამოძალვის მსხვერპლი – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია ქიაზიმ კახრამანოვის საქმეს იძიებს.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე ამტკიცებს, რომ მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ჯარისკაცები მისგან თანხის გამოძალვას ცდილობდნენ და ამ მიზნით მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს. ცენტრის ხელმძღვანელობას უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.

ლიკა ალელიშვილი მუშაობს თემაზე, ის თავდაცვის სამინისტროდან გვერთვება პირდაპირ ეთერში.