სამხედრო პოლიციის დღე

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა და მათ უწყებრივი მედლები გადასცა. სამხედროები საშტატო იარაღითა და სხვა საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.

მოამბე