სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი

12:19, 08.06.2025

დედაენის ბაღში სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის აკომპანირებით, საპატიო ყარაულის სამხედროებმა საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. სასულე ორკესტრის მუსიკოსებმა დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტებით ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები, კინოფილმების საუნდტრეკები, მარშები და ქართული ჯაზ-კომპოზიციები შეასრულეს.

მსგავსი