აშშ ვენესეულის ნავთობის იმპორტის ბლოკადას განაგრძობს.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია ორი სამხედრო ოპერაცია – ატლანტის ოკეანეში დაკავებულია ვენესუელასთან და რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი „მარინერა,“ ასევე ნავთობტანკერი „სოფია,“ რომელიც კარიბის ზღვაში გადაადგილდებოდა. „მარინერას“ დაკავებით შეშფოთებულია მოსკოვი, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართლის წესების და ნავიგაციის თავისუფლების უფლების დაცვას ითხოვს. ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დაკავების და ნიუ იორკის ციხეში გადაყვანის შემდეგ ნავთობის მარაგებით მდიდარ ვენესუელაში ნავთობის რესურსების გადანაწილების და მისი რეალიზაციით მიღებული თანხების კონტროლს საკუთარ თავზე იღებს დონალდ ტრამპი, რომელიც ვენესუელისგან მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, ჩინეთთან ეკონომიკური თანამაშრომლობის შეზღუდვას მოითხოვს. სწორედ ჩინეთში გაჰქონდა ვენესუელას მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი.
ტრამპის მიდგომები და მოთხოვნები გამაღიზიანებელია ევროპის ცალკეული ქვეყნებისთვისაც, რომლებიც 2 იანვრის სამხედრო ოპერაციას საშიშ პრეცედენტად მიიჩნევენ.