სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“

„მოამბის” პირველი კადრები ადგილიდან, რომელიც დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამ წუთებში ჩვენი გადამღები ჯგუფი თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფება. ტერიტორიაზე, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში მეზობელი თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.

ასეულობით მსხვერპლი ქურთულ შენაერთებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში და დევნილად ქცეული 300 000-მდე ადამიანი,- ასეთი ვითარებაა ცხელ წერტილში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე.

საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ერდოღანი უკან დახევას არ აპირებს. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გაგრძელდება მანამ, სანამ ტერიტორია ანკარის მიერ ტერორისტებად მიჩნეული ქურთული შენაერთებისგან არ გაიწმინდება,-ეს თურქეთის პრეზიდენტის გეგმაა.

ჩვენი ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე თურქეთის ქალაქ აქჩაყალეში განთავსებულ მედიაცენტრში მუშაობენ.