ირანის წინააღმდეგ ავიაიერიშები არ წყდება.
ისრაელის მტკიცებით, ბოლო საჰაერო შეტევების შედეგად ლიკვიდირებულია ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი. ოფიციალური თელ-ავივი კიდევ ბევრ სიურპრიზს აანონსებს. თავის მხრივ მსოფლიოსთვის გამოწვევად რჩება ენერგორესურსების ნაწილის ბლოკადაში მოქცევა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, რომლის საშუალებით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედის ტრანსპორტირება ხდება, გლობალური ეკონომიკა ყოველდღიურად მნიშვნელოვან ზარალს იღებს. სულ უფრო მკაცრდება ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკა ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, რომლებსაც სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებისკენ მოუწოდებს. სამხედრო მისიაში ჩართვის მოწოდება დღეს ნატოში ამერიკის ელჩმაც გაავრცელა. პასუხად დიპლომატიური უარია. ევროპის ქვეყნები სრუტეში სამხედრო გემების გაგზავნას არ აპირებენ.