სამხედრო ოპერაცია ირანში - უთანხმოება ჰორმუზის სრუტის საკითხზე   

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო გლობალური გადაზიდვები ისევ შეფერხებულია.

ირანის მხრიდან ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის ზეწოლის ბერკეტად გამოყენება გლობალურ ეკონომიკაზე ყოველდღიურად მძიმედ აისახება, რაც ნავთობის და გათხევადებული ბუნებრივი აირის ფასის ყოველდღიურ ზრდაში გამოიხატება. სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად შვიდ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დონალდ ტრამპი, რომელიც ნატოს ქვეყნებს ჰორმუზის დაცვაში დახმარებისკენ მოუწოდებს. ამერიკის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ალიანსის მიმართ საყვედურნარევი და გამაფრთხილებელი იყო. აშშ-ის პირველი პირის მიმართვის ადრესატი იყო ჩინეთიც, რომელიც ყურის ქვეყნებიდან ტრანსპორტირებული ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. რაც შეეხება ამერიკა-ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას, ირანის წინააღმდეგ ავიაიერიშები არ წყდება. ტრამპი ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდ ნაწილს განადგურებულად აცხადებს. ისრაელის და ყურის ქვეყნების წინააღმდეგ საჰაერო შეტევები არც ირანის მხრიდან წყდება.