აშშ ირანში მთავარ მიზნებს მიღწეულად აცხადებს. ზუსტი დრო არ კონკრეტდება, თუმცა დონალდ ტრამპი სამხედრო ოპერაციის დასრულებას უახლოეს პერიოდში აანონსებს.
თეირანის უარყოფის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ შუამავლების საშუალებით მისი სამშვიდობო გეგმის გარშემო ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში დონალდ ტრამპი ირანს მასშტაბური დარტყმებით და ქვის ხანაში დაბრუნებით ემუქრება. მუქარა ისმის თეირანიდანაც, სადაც გამანადგურებელ ქმედებებს აანონსებენ. კიდევ უფრო მწვავდება ტრანსატლანტიკური ურთიერთობა. ჰორმუზის სრუტის საკითხზე პოზიციონირების გამო ნატოელი მოკავშირეების მიმართ ამერიკის პრეზიდენტის მზარდი კრიტიკა ევროპის ქვეყნების მძიმე რეაქციებს იწვევს. ტრამპის პრეტენზიებსა და ბრალდებებს დღეს ევროკავშირიდანაც უპასუხეს.