სამხედრო ოპერაცია ირანში – გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება მძიმედ აისახება გლობალურ ეკონომიკაზე.
მეშვიდე დღეა, პარალიზებულია ენერგორესურსების გამტარი ერთ-ერთი მთავარი საზღვაო გასასვლელი. ირანის გადაწყვეტილების გამო ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილია. თეირანი ენერგორესურსების ტრანსპორტირების მნიშვნელოვან მარშრუტს ზეწოლის ბერკეტად იყენებს. შედეგად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტრანსპორტირებული ნავთობით და გათხევადებული ბუნებრივი აირით სავსე ტანკერები ბლოკადაში არიან მოქცეულები. ჰორმუზის სრუტით ნავთობის საერთო მომარაგების დაახლოებით 20% გადის. ზარალდებიან ევროპის ქვეყნებიც, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების გარკვეულ ნაწილს იღებენ. ყოველდღიურად იზრდება ნავთობის და შავი ოქროს ფასი. დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია საწვავის და სხვა პროდუქტების გაძვირებაც. დღეს ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისთვის ფასებზე მეტად სამხედრო ოპერაციაა პრიორიტეტული.
როგორია საომარი მოქმედებების ეფექტი მსოფლიო ეკონომიკაზე და ენერგეტიკულ ბაზრებზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ ვითარებას საქართველოს ეკონომიკაზე – მარიამ ბერძენიშვილი მუშაობდა თემაზე.