ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში დაბომბილი ენერგო ობიექტები – ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის სამხედრო დაპირისპირება მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ღირებულების მკვეთრ ზრდას იწვევს.
ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს უკვე გადასცდა, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად მოხდა. ფასების მკვეთრი ზრდა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის მიზეზი გახდა. ფასების ზრდის შესაჩერებლად განიხილება ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების შესაძლებლობაც. ფასების რეგულირებისთვის კონკრეტული ქვეყნები ინდივიდუალურ ზომებსაც მიმართავენ. შექმნილი დეფიციტის ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნის მოწოდებებიც. თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება მარტის ბოლომდე გაგრძელდება, სპეციალისტები ბარელი ნავთობის 150 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ – ლევან ახალაია გიამბობთ.