სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ – გამოხმაურება

15:15, 01.03.2026

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებული საპასუხო დარტყმები დაგმეს და თეირანს გამოსავლის მოლაპარაკებების გზით ძიებისკენ მოუწოდებს. სპარსეთის ყურის ქვეყნებში განხორციელებულ თავდასხმებს გმობს კაია კალასიც. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. პარალელურად კი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ირანიდან ორი რაკეტა ისროლეს კვიპროსის მიმართულებითაც, სადაც ბრიტანეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. მოვლენებს ეხმაურება ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში საფრანგეთი ჩართული არ ყოფილა.

მსგავსი