სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ

ისრაელის სამხედრო ავიაცია თეირანის ცენტრს ბომბავს. მთავარი სამიზნე ირანის რეჟიმის ობიექტებია. ისრაელში აცხადებენ, რომ 28 თებერვალს, სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევით, ჰაერში უპირატესობა მოიპოვეს და თეირანისკენ გზა გაიხსნეს. ირანის ხელისუფლებამ კი ოფიციალურად დაადასტურა სულიერი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის მკვლელობა, რომელიც ირანს 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის როლს ახლა დროებითი ხელმძღვანელობის საბჭო შეითავსებს, რომელსაც ალირეზა არაფი უხელმძღვანელებს. სულიერ ლიდერთან ერთად, დაღუპულია დაახლოებით 40-მდე ოფიციალური პირი. ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნებიც.

რა ვითარებაა სამხედრო ოპერაციის მეორე დღეს ახლო აღმოსავლეთში და როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები განვითარებულ პროცესებს?- გივი ბარამიძე დეტალებით #მოამბე