სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ

ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ავიაციის სამიზნე ირანის რეჟიმის ობიექტებია. ისრაელში აცხადებენ, რომ 28 თებერვალს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევით ჰაერში უპირატესობა მოიპოვეს და თეირანისკენ გზა გაიხსნეს. ირანის ხელისუფლებამ კი ოფიციალურად დაადასტურა სულიერი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის მკვლელობა, რომელიც ირანს 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სულიერ ლიდერთან ერთად, დაღუპულია დაახლოებით 40-მდე ოფიციალური პირი, მათ შორის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, „რევოლუციის გუშგთა კორპუსის ხელმძღვანელი“, თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი. ჯამში, აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანში 201 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება.