სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოება

18:38, 18.05.2026

სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თავდაცვის მინისტრმა მათ ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. უწყებრივი საიუბილეო მედლები გადაეცათ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორები: ჯონი ტატუნაშვილი, ზაზა ჩხაიძე და ირაკლი ჭიჭინაძე.  ჯილდოები  გადასცეს სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, დეპარტამენტის, აკადემიის, სხვადასხვა ცენტრის, სააგენტოების უფროსებსა და მეთაურებს. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

მსგავსი