სამხედრო მოსამსახურეები განახლებული სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ

სამხედრო მოსამსახურეები განახლებული სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა. ჯარისკაცებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

ასევე, გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ სტაციონალურ მომსახურებაზე.

დატოვე კომენტარი