სამხედრო მოქმედებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის
დონალდ ტრამპი კამბოჯასა და ტაილანდს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შტატების პრეზიდენტის თქმით, ლიდერები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა სწრაფად შემუშავდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ტრამპს და განაცხადა, რომ ტაილანდი თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ „სურს, რომ კამბოჯის მხრიდან გულწრფელი განზრახვა იყოს“. ტაილანდსა და კამბოჯას შორის ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე სასტიკი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სამ დღეში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 130 000-ზე მეტი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.