სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა.

გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ცენტრმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. დღეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურ გიორგი მათიაშვილთან ერთად გორში რეგიონული ცენტრი ოფიციალურად გახსნა. თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას ახალი ცენტრის ამოქმედება მიულოცა და აღნიშნა, რომ რეგიონულ ცენტრებს რეკრუტირებისა და გაწვევის პროცესის მართვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სიმბოლური ლენტის გაჭრის შემდეგ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებსა და მოწვეულ სტუმრებს, ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და მისი ამოცანები გააცნო. თავდაცვის ძალების სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებას მოიცავს.