სამხედრო ფიცი დადება
წვევამდელებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს. ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ. დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.