სამხედრო დღე შაორის ბანაკში

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო. თავდაცვის ძალებს ერთი დღე ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაეთმო.

დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.