სამხედრო დაპირისპირება სუდანში

სუდანში შეტაკებას სულ მცირე 56 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაპირისპირება ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალების“ მებრძოლებს შორის მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი. სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები დედაქალაქთან მდებარე „სწრაფი რეაგირების ძალების“ ბაზაზე მიიტანეს. სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის ხართუმში და მის მიმდებარე ქალაქებშიც. სუდანის საჰაერო ძალები მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. სუდანის არმია „სწრაფი რეაგირების ძალებთან“ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.