აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსება გამოყოს. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. წყაროების თქმით, შესაძლო ახალი დაფინანსების წყარო უკრაინისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საუბარია 3 მილიარდ 800 მილიონ ლარზე, რომელიც ჯო ბაიდენის სამხედრო ხარჯების შემცირების შემდეგ დარჩა. როგორც მედია წერს, კიევისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების კიდევ ერთი შესაძლო გზა შეიძლება იყოს დაახლოებით ხუთი მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, თუმცა, ჯერ არც ტრამპს და არც ბაიდენს ამ მექანიზმით არ უსარგებლია.