შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა აღნიშნეს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, კულტურა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები. ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის მისწრაფება, გახდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი და მიღწეულ იქნა შეთანხმება მის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.