სამი წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სამი წლის მარიამს დახმარება სჭირდება. საქართველოში მას ვერ დაუსვეს დიაგნოზი, თუმცა ტვინის პროგრესირებად დაავადებათა გარკვეულ ჯგუფზეა ეჭვი. ბავშვს ამ ასაკში უკვე გადატანილი აქვს ინსულტი, ამიტომ სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიაში გადაყვანა. კვლევებისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ გააჩნია. გოგონას დასახმარებლად მნიშვნელოვანია 1 ლარიც. სასურველი თანხა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოთ.