სამი წელი შოვის ტრაგედიიდან
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა – 2023 წლის 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი დაახლოებით 15:00 საათისთვის ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, ადამიანები მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ. სამაშველო ვერტმფრენმა ტერიტორიიდან 210 ადამიანი გაიყვანა. მსხვერპლი მოჰყვა სამძებრო სამუშაოებსაც – გარდაიცვალა ორი ადამიანი.
სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან რვა თვის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაწერა, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და გაფრთხილების სისტემა, სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა.