სამი წელი შოვის ტრაგედიიდან – გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება
სამი წლის წინ შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა და საერთაშორისო ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლებელი იყო, – განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა სტიქიურად აქტიური ზონა შესწავლილია და მონიტორინგი უტარდება.