სამი წელი შოვის ტრაგედიიდან 

21:10, 03.08.2026

ათეულობით დაღუპული და სტიქიის ზონად ქცეული კურორტი – შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა.

2023 წლის 3 აგვისტოს ცნობილ სამთო კურორტზე  განვითარებულ სტიქიურ პროცესებს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ხეობაში მოვარდნილ ღვარცოფს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მათგანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. მიწის მასაში მოყოლილი ადამიანების ძებნა მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ოპერაციის დროს გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი.

სტიქიის შედეგად დაღუპულები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. შოვში ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პრემიერი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. მათ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედია რამდენიმე სტიქიური პროცესის თანხვედრამ გამოიწვია. ხუთ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ღვარცოფული მასა შოვის ტერიტორიაზე 8-დან 10 წუთამდე პერიოდში გავრცელდა.   საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების საბოლოო დასკვნის თანახმად მსგავსი მასშტაბის სტიქიის თავიდან აცილება და მისი ზუსტი დროის პროგნოზირება მსოფლიო პრაქტიკაში შეუძლებელია.

 

მსგავსი