სამი წელი შოვის ტრაგედიიდან 

18:08, 03.08.2026

შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, ადამიანები მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ. სამაშველო ვერტმფრენმა ტერიტორიიდან 210 ადამიანი გაიყვანა. მსხვერპლი მოჰყვა სამძებრო სამუშაოებსაც – გარდაიცვალა ორი ადამიანი. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს შოვში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა.

მსგავსი