სამი წელი 13 ივნისის სტიქიიდან - ტრაგიკული მოვლენები თბილისის მთავრობის სხდომაზე გაიხსენეს

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან სამი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმისა და ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ადიდებულმა მდინარე ვერემ სვანიძის ქუჩა, ზოოპარკისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია და ვერეს ხეობაში გამავალი ახალი გზის მონაკვეთი დატბორა.

13 ივნისს წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 13 ივნისის მემორიალთან იმყოფება გენო ოსიყმაშვილი.