3 X 3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროში

კულტურისა და სპორტის სამინისტროში 3 X 3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა. ახლადდაფუძნებული ფედერაცია ორგანიზებას გაუწევს 3 X 3 საკალათბურთო აქტივობას საქართველოში და მჭიდროდ ითანამშრომლებს კალათბურთის ფედერაციასთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

მოგეხსენებათ, სამი-სამზე კალათბურთი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წელს ოლიმპიურ ცალკე დისციპლინად აღიარა და 2020 წელს ტოკიოს ზაფხულის თამაშების პროგრამაში შეიტანა.