„სამი რენესანსის ქვეყანა“ – ფილმის პრემიერა
უზბეკეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა და ცივილიზაციური მემკვიდრეობა – „სამი რენესანსის ქვეყანა“ – ასე ჰქვია პირველი არხის ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც დღეს მაუწყებლის კინოდარბაზში გაიმართა. კინოსურათი უზბეკეთის კულტურულ და ისტორიულ წარსულს აცნობს მაყურებელ და ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოაჩენს. დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა, რეჟისორი კი, ლევან ახობაძე. ფილმის გადაღება ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენებას ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლები.
ფილმის სატელევიზიო პრემიერა კვირას, 15 ნოემბერს 20:30 საათზე შედგება.