სამი პარტიის მიმართვა „ქართულ ოცნებას“

 ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ კვლავ კითხვებით მიმართავენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“. მორიგ ერთობლივ განცხადებაში ისინი ისევ აცხადებენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანა სტატუსს დიდი ალბათობით ვერ მიიღებს, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მათი ახალი მიმართვა მმართველი გუნდისადმი დასმულ 31 კითხვას მოიცავს. მათ შორისაა შემდეგი კითხვები. რატომ მოახდინეთ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ანულირება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან დაახლოებით ათ დღეში? რატომ ჩათვალეთ, რომ ბრიუსელში ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ? რატომ არ ვუბრუნდებით 19 აპრილის შეთანხმებას? 2. რატომ თქვით უარი სასამართლო რეფორმაზე? 3. რატომ გააგრძელეთ შარშან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნა, როცა 19 აპრილის შეთანხმება ითხოვდა ამ პროცესის დროებით შეჩერებას. ასევე ინტერესდებიან დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელით, რომელიც, მათი მტკიცებით, ქართული რეალობისთვის მიუღებელია.