სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრები ბათუმში

სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე ამჯერად ბათუმში ჩავიდნენ.

პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულოს, რითიც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დიდი ერთობის შექმნა, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლურ ძალებს მოიყვანს. ბათუმში გამართულ შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ.