სამი ლიდერის შეხვედრა
სამშვიდობო დეკლარაციით დასრულებული ისტორიული შეხვედრა – აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის სამმხრივი სამიტი და პირისპირ შეხვედრები კონკრეტული გზავნილებით დასრულდა.
უსაფრთხოების, ირანის და ბირთვული შეიარაღების კონტროლის გარდა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთ-უკრაინის ომი. დიპლომატიის ისტორიაში ახალი ფურცელი, გარდამტეხი მნიშვნელობის აუდიენცია, ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული დიალოგი – ასე ფასდება სამი ქვეყნის პრეზიდენტების მხრიდან საათნახევრიანი სამმხრივი ფორმატი, რომელსაც წინ ტრამპსა და პუტინს შორის და სი ძინ პინსა და ტრამპს შორის შეხვედრები უძღოდა. მსოფლიოს სამი უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ერთ მაგიდასთან – კონკრეტული შეთანხმებებისა და მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულებული მოლაპარაკებები აჩენს კითხვას – ეს არის ახალი პოლიტიკური შეთანხმებების დასაწყისი, თუ მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირება და დიპლომატიური სიგნალი მსოფლიოსთვის. სამიტში არ მონაწილეობდა ევროპა, რომელიც უკრაინის დახმარებას საკუთარ სამიტზე შეეცდება. ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებს პუტინმა რამდენიმე გზავნილით მიმართა, კიევს კი კომპრომისებზე დათანხმებისკენ მოუწოდა და თავად რაიმე დათმობაზე წასვლა გამორიცხა. გივი ბარამიძე ისტორიული შეხვედრის შესახებ, რომელსაც საერთაშორისო წესრიგისა და გლობალური უსაფრთხოების მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.