სამი დაღუპული და ორი დაშავებული ერთი ოჯახიდან - ავარია ჩაქვი-ქობულეთის გზაზე

3 დაღუპული და 2 დაშავებული ერთი ოჯახიდან. ჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს  მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამაკაცი ადგილზევე, 2 ჩვილი კი საავადმყოფოში მიყვანისას დაიღუპა.

ბავშვების დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.