სამების ტაძარში შესვლას ამ წუთებში ათასობით ადამიანი ელოდება. მრევლის ნაწილმა ღამე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენა. პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მიდიან არა მხოლოდ თბილისში მცხოვრები ადამიანები, არამედ მოქალაქეები საქართველოს ყველა რეგიონიდან. 22 მარტის ჩათვლით, საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული. სწორედ ამ დღეს დაკრძალავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს.
თამარ წიკლაურის ჩართვა სამებიდან #მოამბე