სამგლოვიარო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში - პირდაპირი ჩართვა

გლოვის მეოთხე დღე. სამებაში ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად მისული ხალხის ნაკადი არ წყდება. წვიმის მიუხედავად, ათასობით ადამიანი საათობით დგას რიგში, რომ პატრიარქის მიმართ სიყვარული და მადლიერება გამოხატოს. ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა უკანასკნელად პატივის მიაგოს იმ ადამიანის სხოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობის და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო.

რა ხდება ამ დროისთვის სამებაში – თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე