სამგლოვიარო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში 

21:03, 21.03.2026

„პირველი ლოცვა უნდა იყოს სამშობლოსთვის“ – ასე ამბობდა პატრიარქი, ახლა კი მთელი სამშობლო ლოცულობს მისთვის. ასეთია გლოვის კვირა საქართველოში, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
სამების საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობის ცხედრის გადასვენებიდან ამ წუთამდე უწყვეტად მიდის ასობით ათასი მოქალაქე, რწმენით, იმედითა და სიყვარულით. მიდიან სხვადასხვა თაობის ადამიანები, ყველა პროფესიის, ყველა სოციალური ჯგუფის, რწმენისა და აღმსარებლობის მოქალაქე.

სამოქალაქო პანაშვიდზე დედაქალაქში ორგანიზებულად ჩამოდის საქართველოს რეგიონების მოსახლეობა. სამების საკათედრო ტაძარში დღეს დილით ლიტურგია ჩატარდა, რომელშიც წმინდა სინოდის წევრები მონაწილეობდნენ, წირვის შემდეგ გადაიხადეს პანაშვიდი.

გენო ოსიყმაშვილი შემოგვიერთდება ახლა სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც კვლავ უამრავი ადამიანი ელოდება საკუთარ რიგს, რომ პატრიარქთან გამომშვიდობება შეძლოს.

მსგავსი