სამგლოვიარო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში

სიყვარულის და მადლიერების უწყვეტი ნაკადი. ქვეყანა  სულიერ მამას, ეკლესიის საჭეთმპყრობელს ემშვიდობება.

უწმინდეს ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად მიმავალი მოქალაქეების კილომეტრიანი რიგი სამების ტაძრისკენ არ სრულდება. დღეს გლოვის მე-4 დღეა. ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ პატივი მიაგონ უწმინდესის ხსოვნას, იმ ადამიანისას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ერთიანობის და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო. ტაძარში ლოცვა გალობა ისმის, ტაძრის გარეთ კი მოქალაქეთა ნაკადი პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად საკუთარ რიგს ელოდება. წვიმაში მდგომი ათი ათასობით ადამიანი ცრემლიანი თვალებით დღეს მხოლოდ უწმინდეს ილია მეორეს სიყვარულსა და თავდადებაზე საუბრობს.