სამგლოვიარო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად  ტაძარი ღია 24 საათის განმავლობაში იქნება. მრევლს ტაძარში მისვლის და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა ექნებათ. საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული.