სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში 22 მარტის ჩათვლით, ექვსდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მრევლი პატრიარქის გარდაცვალებას საქართველოს ყველა რეგიონში გლოვობს. სულიერი მამის დაკარგვასთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა მრევლმა აჭარაში. კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობენ ქუთაისშიც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებაზე მწუხარებას გამოთქვამს გორელი მრევლიც. ილია მეორეს გარდაცვალებას გლოვობენ ზუგდიდშიც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალებაზე, მწუხარებას გამოთქვამენ კახეთშიც.
ილია მეორეს გარდაცვალებას გლოვობენ რუსთავშიც.
პატრიარქის გარდაცვალებას ყველა რეგიონში გლოვობენ. მწუხარება გამოთქვა მრევლმა ფოთშიც. პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ტარდება ალავერდის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში. მრევლი დღეს დილიდან წინანდალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა. პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი დეკანოზმა მიქაელმა ჩაატარა, რის შემდეგაც მრევლს მიმართა და უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნულ თვისებებზე და ღვაწლზე ისაუბრა. მამა მიქაელის ინფორმაციით, ეპარქიის სამღვდელოება, ხვალ სამების ტაძარში, მცირე მსახურების ჩატარებას გეგმავს.