სამეურვეო საბჭოს სხდომა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სხდომაზე, წლის ბოლოს სამეურვეო საბჭოს ჰონორარებისთვის განსაზღვრული თანხიდან დარჩენილი 27 263 ლარის 8 მეურვისთვის ერთჯერადად გადანაწილების თაობაზეც იმსჯელეს. სამეურვეო საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. შედეგად თითეულ მეურვეზე გაიცემა 3407 ლარი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მყოფმა 6 წევრმა ასევე ერთხმად დაამტკიცა მომავალ წელს ყოველთვიური ჰონორარების გზარდის საკითხიც. 2019 წელს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 6500 ლარი იქნება. თავმჯდომარის მოადგილის – 4800 ლარი. სამეურვეო საბჭოს წევრის – 4200 ლარი.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების განცხადებით, მათი ყოველთვიური ანაზღაურების ზრდა კანონით არის განსაზღვრული, რადგან სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტი ტელევიზიის მთლიანი ბიუჯეტის 1,5 პროცენტს შეადგენს. ამ თანხიდან კი 1 % სამეურვეო საბჭოს ჰონორარებისთვის არის განსაზღვრული. როდესაც ტელევიზიის ბიუჯეტი იზრდება, იზრდება სამეურვეო საბჭოს დაფინანსებაც.

დატოვე კომენტარი