საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ბორდის დღევანდელ სხდომაზე მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი წევრი – ლაშა ტუღუში, ლიკა შავგულიძე ბასილაია და ზაზა აბაშიძე კი წინააღმდეგი იყო. სხდომას ბორდის 11-ვე წევრი ესწრებოდა.
ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, პირველი ვადით, 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.